ჯონ მაკეინის ბიოგრაფია » Giz.Ge

Giz.Ge

 
0

ჯონ მაკეინის ბიოგრაფია

ჯონ სიდნი მაკ-კეინი III (ინგ. John Sidney McCain III) (დ. 29 აგვისტო 1936) - 1987 წლიდან არის აშშ-ის სენატორი არიზონადან, მთავარი კანდიდატი 2008 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიიდან.

მაკ-კეინის ორივე ბაბუა და მამა იყვნენ აშშ-ის საზღვაო ფლოტის ოთხვარსკვლავიანი ადმირალები. მაკ-კეინმაც აგრეთვე 1958 წელს დაამთავრა აშშ-ის საზღვაო აკადემია, რის შემდეგაც იგი გახდა საზღვაო ფლოტის მფრინავი. მონაწილეობდა ვიეტნამის ომში, 1967 წლის ივლისში ავიამზიდ ფორესტალზე ხანძრის დროს ძლივს გადაურჩა სიკვდილს. 1967 წლის ოქტომბერში ჰანოის დაბომბვის დროს იგი ჩამოაგდეს, რის შემდეგაც მან 5,5 წელი გაატარა მძევლობაში სადაც მან სერიოზულ წამებას გაუძლო, მანამდე სანამ პარიზის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ 1973 წლის მაისში არ გაანთავისუფლეს.
2008 წლის 5 მარტი პრეზიდენტმა ბუშმა მაკ-კეინს მხარდაჭერა გამოუცხადა საპრეზიდენტო არჩევნებში.
2008 წლის 5 მარტი პრეზიდენტმა ბუშმა მაკ-კეინს მხარდაჭერა გამოუცხადა საპრეზიდენტო არჩევნებში.

1981 წელს მაკ-კეინმა თავი დაანება საზღვაო ფლოტს, გადავიდა არიზონაში და მალე ჩაერთო პოლიტიკაში. 1982 წელს იგი აირჩიეს წარმომადგენელთა პალატაში არიზონას პირველი საარჩევნო უბნიდან. წარმომადგენელთა პალატაში ორი ვადით მოღვაწეობის შემდეგ იგი 1986 წელს აირჩიეს აშშ-ის სენატში არიზონადან და ხელახლა აირჩიეს 1992, 1998 და 2004 წ.წ.

მაკ-კეინი იყო პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან 2000 წლის არჩევნებში, მაგრამ პრაიმერებში დაამარცხა ჯორჯ ბუშმა.


ეს არის მისი ხელმოწერა
ჯონ მაკეინის ბიოგრაფია
ავტორი: lord   


 
 
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის გაკეთების უფლება.
 
განათავსე დიდი ბანერიი: 468x60
რეგისტრაცია

გამოკითხვა

მოგწონთ დიზაინი?
კი
არ ვარგა

 
ვიდეო განწყობისათვის !

რეკლამა

 

არქივი

მაისი 2012 (103)
აპრილი 2012 (324)
მარტი 2012 (153)
თებერვალი 2012 (111)
იანვარი 2012 (73)
დეკემბერი 2011 (70)
 

მთვლელები

ïðîäâèæåíèå ñàéòîâ Livescore